დავით კლდიაშვილის 85–ში მდებარეობს ,,ქუთწყალკანალის" დაქვემდებარებაში მყოფი სამარაგო წყლის რეზერვუარი, რომელიც 1933 წელსაა აგებული.
იგი ემსახურება ქალაქის თითქმის ნახევარს, კერძოდ, დავით კლდიაშვილის, ტყიბულის, თბილისის, 26 მაისის ქუჩებს თავისი ჩიხებით და შესახვევებით. შემოდინება ხდება ჭომის სათავე ნაგებობათა უბნიდან, რომელიც თავისთავად მარაგდება ძირითადად ქვიტირისა და ფარცხანაყანების რეზერვუარებიდან. ამ აუზის ტევადობა არის 1200 კუბური მეტრი. ივსება ის ჭომიდან 2 მაგისტრალური მილსადენით. ერთი არის 250მმ–იანი, მეორე – 300მმ–იანი. სამარაგო აუზის შევსების შემდეგ ხდება მორიგე პერსონალის მიერ მისი ქსელში გაშვება. დაცლის შემდეგ იკეტება გამშვები ურდულები და მეორე დღემდე არის ჩაკეტილი. მეორე დღეს ისევ შემოედინება ჭომიდან და იგივე ოპერაცია თავიდან იწყება. აუზი 3–4 საათის განმავლობაში ივსება და იგივე დროში იცლება. აუზი დაცულია ეკლიანი ღობურით და მორიგე პერსონალით. არის 4 ცვლიანი სადღეღამისო მორიგეობა. სათაო წარმოებასთან, რომელიც მდებარეობს ავანგარდში, არის სატელეფონო და რაციით კავშირი. მორიგეს არა აქვს უფლება დატოვოს სანიტარული ზონა, ეკრძალება უცხო პირების საშვის გარეშე შეშვება. ჭომის წყალსაცავში ხდება თხევადი ქლორით წყლის დაქლორვა, ასევე ლაბორანტის მიერ ადგილზე და გარე ქსელებში ხდება წყლის ბაქტერიოლოგიური შემოწმება.
No comments:
Post a Comment