ჭახათაში ამავე სახელობის მღვიმეცაა, რომელიც მდინარე წყალწითელას ნაპირზე, თბილისი–ქუთაისის გზატკეცილის ახლოს მდებარეობს. მღვიმემ ეს სახელი ,,ჭახათის" მთის გამო მიიღო.
აქ დაცულია ე. წ. დამარხული გამოქვაბული, რომელშიც 1960–62 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ქვედა პალეოლითის ხანის იარაღი და ფაუნის მდიდარი მასალა. წყალწითელას ხეობის გამოქვაბულში ნაპოვნია: წვეტანები, დაკბილული იარაღი, კაჟის ქვისაგან ნაკეთები სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, გრავეტის ტიპის დანები, ძვლის სადგისები, ხარის, გარეული ღორის, მღვიმური დათვის, კავკასიური ჯიხვის, მგლის, წყლის თახვის, მაჩვის და მელას ძვლების ნაშთები.
აქ, ჭახათაში ქვებიც სუნთქავენ ( ადგილობრივები სასულეს ეძახიან). პალეოლითური მასალა დაცულია ქუთაისის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
No comments:
Post a Comment