მისია – ქუთაისის სატელევიზიო ანძის შესახებ სტატიის დაწერა.
... სანამ დეკორატორი ფარდას ამზადებდა, ჩვენ უკვე ფიქრებით ,,მოვიარეთ" ზემო საფიჩხია და ახლა, შეხსენებების ქარბუქმა მოგვიკაკუნა, რეალობაში გადმოსაბარგებელი დრო დადგაო და სხვაგან სად უნდა წავსულიყავით, თუ არა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ქუთაისის სატელევიო ანძაზე.
ამჯერად უკვე რეალობაში მივუყვებით კიბის საფეხურებს. ამასობაში დეკორატორიც ამთავრებს თავის საქმეს და იხსნება ფარდაც.
საუკუნე – XXI.
წელი – 2017.
თვე – მარტი.
რიცხვი – 12.
ამინდი – თბილი.
ანძა – ძველი.
სიძველეში – წარსული თანამედროვეობას გადაჯაჭვული.
ქუთაისის სატელევიზიო ანძა ჩვენს უბანშია და ამაყად გადაჰყურებს მთელ ქუთაისს.
პირველი ანძა 1956 წელს თბილისში ააგეს. 1961 წელს ტელე ანძის მშენებლობა დაიწყო ქუთაისში და 1963 წლის დეკემბერში დასრულდა. სწორედ ამ დროს მთელ დასავლეთ საქართველოს მიეწოდა ტელემაუწყებლობა. ანძის ინჟინერ–კონსტრუქტორის ვინაობა უცნობია. ანძის სიმაღლე 218 მეტრს აღწევს.
ანძაზე დამონტაჟებულია სარელიო რადიო გადაცემები, სახლის სატელეფონო კავშირები, მობილური ტელეფონების გადამცემები, აქვე ხდება გადაცემების დამონტაჟება და ეთერში გაშვება.
ქუთაისიდან თბილისამდე 7 ასეთი დაწესებულებაა, ერთი მათგანიც რომ დაზიანდეს, ან გაითიშოს, არცერთი აღარ იმუშავებს. ანძაზე მაგთის და ბილაინის გადამცემებია დამონტაჟებული, მოშორებით არის ჯეოსელის ანძაც. ანძის მოქმედების სიმძლავრე იმერეთს სცილდება და 50 კილომეტრ რადიუსს აღწევს.
ძველად ამ ტერიტორიას ,,ღარასკეტს" უწოდებდნენ. აქ იყო ქვის დამამუშავებელი ქარხანა, რომელიც 1964 წელს აშენდა და 92 წელი იმუშავა.
მარიამ კენჭაძე. დავით ქომეთიანი. X კლასი.
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ვანო და ლაურა გვენეტაძეების მიერ მოწოდებული მასალები.
2. სსიპ-ქ. ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლის ხათუნა ზურაბიანის მასალები პროექტიდან: ,,ჩემი საცხოვრებელი ადგილი."
No comments:
Post a Comment