ქუთაისის საუკეთესო ეზო


     
       
       ყველა ადამიანს სურს მისი საცხოვრებელი გარემო რაც შეიძლება მოწესრიგებული და სასიამოვნო იერის იყოს. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს - მეტნაკლებად. ქ. ქუთაისის ტყიბულის ქუჩის N124-ში მცხოვრებ ქალბატონ გიული ქურციკიძეს როგორც ჩანს, ამის დიდი ნიჭი აქვს. მის ეზოში არსებულ მრავალი სახის მცენარეს სრული მონდომებით მოუაროს წელიწადის ნებისმიერ დროს, თანაც ისე, რომ ამით სიამოვნება მიიღოს.
      ბაღში შესვლისთანავე სადღესასწაულო განწყობა დაგეუფლებათ. თვალში მოგხვდებათ დეკორაციული სრულყოფით გამორჩეული აგავებისა და კაქტუსების მწკრივი, რომელიც მათ დამრგველს ჭეშმარიტი ხელოვნებით, კომპოზიციით და სტრუქტურით გაუნაწილებია.

     როგორც თავად ქალბატონი გიული ამბობს, 1967 წლიდან მეუღლესთან ერთად უვლიდა ამ მშვენიერ ბაღს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი საქმეს თავად აგრძელებს. კარგად ახსოვს, თუ როგორ დარგეს ეზოში პირველი მცენარე - უიშვიათესი ჯიშის აგავა, წლების მატების შემდეგ კი მცენარეების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ არც არავის გამორჩენია თვალთახედვიდან ეს მშვენიერი ეზო, ბევრი სტატიაა გამოქვეყნებული ისეთ ჟურნალ-გაზეთებში, როგორიცაა ,,ქუთაისი," ,,საქართველოს ბუნება," მიღებული აქვს ბევრი სიგელი და პირველი ხარისხის დიპლომი. ბაღის საკუთარი თვალის ხილვის შემდეგ კი არც გაგიკვირდებათ, რომ მას ,,ქუთაისის საუკეთესო ეზოს" ტიტული დაუმსახურებია. ასევე რესპუბლიკის ბუნების დაცვის სახელმწიფო კომიტეტმა ოქროს საპატიო მედლით დაჯილდოვდა.



     
        ჩვენთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს ქალაქში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ ნიჭი იმისა, რომ ასე შეიყვარონ მცენარეები, ბუნება და მათი გამორჩეული სილამაზე.


   

No comments:

Post a Comment